არარეგიონული ქვეყნების ჩარევა ჩვენს საქმეებში მიუღებელია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
რეგიონის განვითარება უზრუნველყოფილი უნდა იყოს რეგიონში მცხოვრები ხალხის ნებით. არარეგიონული ქვეყნების ჩარევა მიუღებელია, - ამის შესახებ ილჰამ ალიევმა განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთ ჩარევას სარგებელი არ ექნება.
„ვინმეს - აქედან ათასობით კილომეტრში მდებარე ქვეყნების ლიდერებს თუ უნდათ ამ რეგიონში რაიმე შედეგის მიღწევა, მაშინ ჩვენ გვესაუბრონ. არასათანადო და არასაჭირო ჩარევას დღემდე არავითარი სარგებელი არ მოუტანია და არც მოიტანს“, - მიიჩნევს ალიევი.