სააკაშვილის კონსილიუმის წევრი გიორგი გრიგოლია: დღეს ჩვენ კი არა არცერთი ჩვენზე უფრო მდგრადად მყოფი ქვეყანა არ არის დამოუკიდებელი, იმიტომ იქმნება ევროსაბჭოები და ალიანსები

სააკაშვილის კონსილიუმის წევრი გიორგი გრიგოლია: დღეს ჩვენ კი არა არცერთი ჩვენზე უფრო მდგრადად მყოფი ქვეყანა არ არის დამოუკიდებელი, იმიტომ იქმნება ევროსაბჭოები და ალიანსები

სააკაშვილის კონსილიუმის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექიმების 80% მხარს არ უჭერს მთავრობის გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, რაც არ უნდა თქვან, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, მისი წონით და ზომით და მოსახლეობიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია, რადგან მასზე უფრო მდგრადად მყოფი ქვეყნებიც კი არ არიან დამოუკიდებლები და ქმნიან ალიანსებს.

„ექიმები ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ფენა არის  ჩვენ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ექიმების ალბათ 80% მხარს არ უჭერს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ რაც არ უნდა გვითხრან და რაც არ უნდა მოგვიყვნენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ დამოუკიდებლები, არავის ბრძანებებს არ უნდა ვასრულებდეთ, ჩვენ თვითონ უნდა ვწყვეტდეთ ყველაფერს, ჩვენი წონით და ზომით და ჩვენი მოსახლეობიდან გამომდინარე, დღეს ჩვენ კი არა არცერთი ჩვენზე უფრო მდგრადად მყოფი ქვეყანა არ არის დამოუკიდებელი, იმიტომ იქმნება ევროსაბჭოები და იმიტომ იქმნება ალიანსები. ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ უნდა აირჩიოს სწორი გზა“, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.