დავით მათიკაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: კანონის მიღება უხარიათ და მოსწონთ მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც ის მიიღება, სხვას ეს არ მოსწონს, რადგან კანონი აძლიერებს ქვეყნის სუვერენიტეტს

დავით მათიკაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: კანონის მიღება უხარიათ და მოსწონთ მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც ის მიიღება, სხვას ეს არ მოსწონს, რადგან კანონი აძლიერებს ქვეყნის სუვერენიტეტს

თამამად შეგვიძლია ვთქვათ - გამჭვირვალობის კანონი არანაირად იქნება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის რაიმე წინაღობა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ ვეტოს დავძლევთ და კანონს მივიღებთ. ეს კანონი არის ქვეყნის სუვერენიტეტის, მისი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაზე გათვალისწინებული. მინდა კიდევ ვთქვა - ეს კანონი მოქმედებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, კანონის მიღება უხარიათ და მოსწონთ მხოლოდ იმ ქვეყანას, სადაც ეს მიიღება, სხვას ეს არ მოსწონს, რადგან ეს აძლიერებს ქვეყნის სუვერენიტეტს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო, ვეტო დაადო.