თეთრი სახლი უკმაყოფილოა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, მიიწვიოს რუსეთის მთავრობის წარმომადგენელი ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ამის შესახებ გამოცემა POLITICO-ს აშშ-ის ადმინისტრაციის ორმა წარმომადგენელმა განუცხადა.
„ჩვენ დავემორჩილებით საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც აწყობს აღნიშნულ ღონისძიებას ნორმანდიაში. შესაძლოა, ეს შეახსენებს რუსებს, რომ ისინი ოდესღაც რეალურად ებრძოდნენ ნამდვილ ნაცისტებს და არა წარმოსახვით [ნაცისტებს] უკრაინაში“, - განუცხადა გამოცემა POLITICO-ს აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
როგორც POLITICO აღნიშნავს, საფრანგეთის გადაწყვეტილებამ ევროპის ზოგიერთი ლიდერის აღშფოთება გამოიწვია. მათ აღნიშნეს, რომ რუსეთი ორ წელზე მეტია აწარმოებს არაფრით პროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.