საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. მირიამ ლაპუნიკოვას განცხადებით, ფიცოს ოპერაცია 5 საათს გაგრძელდა, პოლიტიკოსის მდგომარეობა ამ დრომდე სერიოზულია.
„პრემიერი სანიტარულმა ავიაციამ შემოიყვანა. მას ჩაუტარდა გამოკვლევა და შემდეგ გადავიყვანეთ საოპერაციოში. ოპერაცია ხუთ საათს გაგრძელდა, მასზე ექიმების ორი ჯგუფი მუშაობდა“, - განაცხადა ლაპუნიკოვამ.
მისივე თქმით, ფიცოს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს 15 მაისს ცეცხლი გაუხსნეს, ის ჰოსპიტალიზებულია. ინციდენტი ბრატისლავიდან 180 კილომეტრში, ქალაქ ჰანდლოვაში, სამთავრობო შეხვედრის შემდეგ მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია.