დიუსელდორფში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 16 ადამიანი

დიუსელდორფში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 16 ადამიანი

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გვიან ღამით აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 16 ადამიანი. ამის შესახებ Bild-ი იტყობინება.

როდესაც ადგილზე მეხანძრეები გამოცხადდნენ, ცეცხლი გავრცელებული იყო მრავალსართულიანი სახლის პირველ ორ სართულზე, იწვოდა შენობის შესასვლელი და სახლის სიახლოვეს მდგარი რამდენიმე ავტომობილიც.

ხანძრის ლიკვიდაცია მხოლოდ დილით მოხერხდა, ადგილზე 100-მდე მეხანძრე მუშაობდა/

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.