ლობიო სოფლურად

ლობიო სოფლურად

ინგრედიენტები:

ახალი ქინძი 10 გ

ხახვი ½ თავი

სიმებიანი ლობიო 400გრ

ნიგოზი 100გრ

მზესუმზირის ზეთი 1 სუფრის კოვზი

მშრალი აჯიკა

უცხო-სუნელი

მწვანე რეღანი 10 გ

წითელი რეღანი 10გრ

ნიორი 1 კბილი

ღვინის ძმარი 1 ჩაის კოვზი

მარილი გემოვნებით

მომზადებ

ლობიო (ამ მიზნებისათვის საუკეთესოდ შეეფერება ქართული გრძელი ლობიო) დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად და მოვხარშოთ – დუღილის დაწყებიდან დაახლოებით ოცი წუთი დასჭირდება.

ხახვი წვრილად დაჭერით და შეწვით მზესუმზირის ზეთში მცირე რაოდენობის წყლის დამატებით.

ნიგოზი ორჯერ გადაახვიეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შემდეგ შეურიეთ ხახვს, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, დაჭრილი ნიორი, აჯიკა და უცხო-სუნელი, დაასხით ღვინის ძმარი, ყველაფერი კარგად აურიეთ ლობიოსთან ერთად. თუ გინდათ – მარილი დაამატეთ.