სამარშრუტო ტაქსის მძღოლები მგზავრთა ფეხზე დგომისთვის 100 ლარით დაჯარიმდებიან (VIDEO)

სამარშრუტო ტაქსის მძღოლები მგზავრთა ფეხზე დგომისთვის 100 ლარით დაჯარიმდებიან (VIDEO)

სამარშრუტო ტაქსის მძღოლები მგზარვთა ფეხზე დგომისათვის 100 ლარით დაჯარიმდებიან. ამ დრომდე ჯარიმის მოცულობა 30 ლარს შეადგენდა. პარლამენტის დადგენილებით კი სამარშრუტო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და მსხვილგაბარიტიანი ტრანსპორტით უნებართვოდ მოძრაობისთვის ჯარიმები გამკაცრდა. დადგენილების მიხედვით, მიკროავტობუსების მძღოლებს ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანა ეკრძალებათ, რადგან ამან შეიძლება ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვიოს. მგზავრები აღნიშნულ ინიციატივას დადებითად აფასებენ.