გერმანიის კანცლერი მხარს უჭერს ევროკავშირის ინიციატივას, უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენების თაობაზე. ოლაფ შოლცის თქმით, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი წლიურად მილიარდობით დოლარს უტოლდება და მისი 90 პროცენტი უკრაინის თავდაცვას უნდა მოხმარდეს.
ლატვიაში გამართულ შეხვედრაზე გერმანიის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ლიდერები, ევროპის უსაფრთხოების მიზნით, იარაღის, საბრძოლო მასალებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების დაჩქარებული წესით წარმოების გაფართოებაზეც შეთანხმდნენ.