კანადელი სიქჰების ლიდერის მკვლელობის საქმეზე კანადაში ინდოეთის სამი მოქალაქე დააკავეს

კანადელი სიქჰების ლიდერის მკვლელობის საქმეზე კანადაში ინდოეთის სამი მოქალაქე დააკავეს

კანადელი სიქჰების ცნობილი ლიდერის, ჰარდიპ სინგ ნიჯარის მკვლელობის საქმეზე კანადაში ინდოეთის სამი მოქალაქე დააკავეს.

45 წლის ჰარდიპ სინგ ნიჯარი გასული წლის ივნისში ვანკუვერში მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით დაკვებულები არიან 22 წლის კარან ბრარი, 22 წლის კამალ პრიტ სინგჰი და 28 წლის კარან პრიტ სინგჰი. სამივე დაკავებული ქალაქ ედმონტონში ცხოვრობდა. ისინი კანადაში 3-დან 5 წლამდე ცხოვრობდნენ.

პოლიციაში აცხადებენ, რომ გრძელდება გამოძიება, რათა დადგინდეს დაკავებულთა შესაძლო კავშირი ინდოეთის მთავრობასთან.

კანადასა და ინდოეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 19 სექტემბერს, ქვეყნებმა ერთმანეთის ელჩები გააძევეს. სექტემბრის შუა რიცხვებში კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ კანადელი სიქჰების ცნობილი ლიდერის, ჰარდიპ სინგ ნიჯარის მკვლელობის უკან შესაძლოა, ინდოელი თანამდებობის პირები იდგნენ.