უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ გენერალს 32 მილიონი გრივნის მითვისებაში ადანაშაულებენ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ გენერალს 32 მილიონი გრივნის მითვისებაში ადანაშაულებენ

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, გენერალ ანდრიი ნაუმოვს 32 მილიონი გრივნის მითვისებაში ადანაშაულებს.

გამოძიების მტკიცებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნის დროს ნაუმოვმა შეიძინა 2,3 მილიონი გრივნის ღირებულების ავტომობილი Toyota Land Cruiser 200, 116 000 ევროს ღირებულების ავტომობილი BMW X6 xDrive40d და 13 ათასი ევროს ღირებულების ორი ზურმუხტი.

გარდა ამისა, ნაუმოვმა მიითვისა 593 ათასი ევრო და 120 ათასი დოლარი.

ყოფილ გენერალზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.