ირაკლი გოგავა: ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს გამოაცხადა საქართველოს დეკოლონიზაციის დასაწყისი

ირაკლი გოგავა: ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს გამოაცხადა საქართველოს დეკოლონიზაციის დასაწყისი

29 აპრილს გამოაცხადა საქართველოს დეკოლონიზაციის დასაწყისი, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილის შეკრებაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„დღეს რაც ხდება, ეს არის რეალურად საქართველოს, ქართველი ხალხის და დასავლეთის ზოგიერთი მართვის ცენტრის დაპირისპირება. ხოლო ეს ხალხი, ვინც მონაწილეობს, დასავლეთის მართვის ცენტრებით, მათი დაფინანსებით, მათი ინსტრუქციებით მოქმედებენ. ამაზე ღიად ისაუბრა 29 აპრილის აქციაზე ბიძინა ივანიშვილმა. საკმაოდ მკაფიო გზავნილები ჰქონდა და გლობალურად რომ შევაფასოთ, მან 29 აპრილს გამოაცხადა საქართველოს დეკოლონიზაციის დასაწყისი. სუვერენული საქართველო, ქართული სუვერენული პროექტის დაწყება გამოაცხადა რეალურად, გვითხრა ჯავაჰარლალ ნერუს და მერაბ კოსტავას სიტყვებით მოგვმართა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველომ დაიწყო სუვერენიტეტისთვის აქტიური ბრძოლა. რატომ ამ მომენტში? იმიტომ რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა არის ხელსაყრელი ამისთვის“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

Aburjga Tasmanieli მაგარი კაცი ხარ ბატონო ირაკლი, საპრეზიდენტო კაცი!
2 კვირის უკან