სოზარ სუბარი: მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის შემდეგ, როგორც კი არჩევნებს მოვიგებთ, დადგება მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების დღე მათ მიერ ჩადენილი სამშობლოს ღალატის გამო

სოზარ სუბარი: მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის შემდეგ, როგორც კი არჩევნებს მოვიგებთ, დადგება მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების დღე მათ მიერ ჩადენილი სამშობლოს ღალატის გამო

რახან ის ამ 2008 წელს ახსენებს, მიმდინარე 26 ოქტომბრის შემდეგ, როგორც კი არჩევნებს მოვიგებთ, დადგება მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების დღე მათ მიერ ჩადენილი სამშობლოს ღალატის გამო, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შესახებ განაცხადა.

წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს პატიმარი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომელიც პარალელს ავლებს დღევანდელ სიტუაციასა და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს შორის და ამბობს, რომ ისე უნდა შევეწინააღმდეგოთ მტერს, როგორც მაშინ დავდექით ერთადო.

„რუსული ტანკები საქართველოში სააკაშვილმა შემოიყვანა. როგორ შეეწინააღმდეგა სიმბოლურად, კარგად გვახსოვს. როგორ გაიფრინა თვითმფრინავმა გორში და სმარცხვინოდ მიატოვა სტუმარი საფრანგეთიდან, საგარეო საქმეთა მინისტრი. წაშლილი სახე რომ ჰქონდა და მტვერში ფორთხავდა. ეს იყო მისი შეწინააღმდეგების სიმბოლო. ქართული ჯარი, ქართველი ჯარისკაცები შეებრძოლნენ მტერს, გააკეთეს მაქსიმუმი თუნდაც შინდისის გმირების მაგალითი დარჩება საქართველოს მართლაც სამიათასწლოვან ისტორიაში როგორ ერთ-ერთი ბრწყინვალე ფურცელი ქართველი გმირების ვაჟკაცობის. არ დარჩება მთავარსარდალი, რომელმაც სამარცხვინოდ მიატოვა ქართული ჯარი. რახან ის ამ 2008 წელს ახსენებს, მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის შემდეგ, როგორც კი არჩევნებს მოვიგებთ, დადგება მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების დღე მათ მიერ ჩადენილი სამშობლოს ღალატის გამო. დიახ, სამშობლოს ღალატი იყო როდესაც ომის დამთავრებიდან 2 თვეში სტრასბურგში რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც წერია, რომ საქართველომ დაიწყო ომი, გამოიყენა კასეტური ბომბები ოსი ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ“, - აღნიშნა საუბარმა.