ჩინეთში გუანდუნის პროვინციაში გზის ნაწილი ჩაინგრა, რასაც 36 ადამიანი ემსხვერპლა. 30 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გზის 17-მეტრიანი მონაკვეთის ნგრევის მიზეზი გადაუღებელი წვიმები გახდა.
აპრილის შუა რიცხვებიდან მოყოლებული უხვმა ნალექებმა გუანდუნის პროვინციაში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.