ირანმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს სანქციები დაუწესა

ირანმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს სანქციები დაუწესა

ირანმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ გრანტ შეფსს და შეიარაღებული ძალების უმაღლეს მეთაურობას სანქციები დაუწესა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამის მიზეზი დიდი ბრიტანეთის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერა გახდა.

სანქციები ასევე დაუწესდა სამ ბრიტანულ კომპანიასა და კვიპროსზე განლაგებულ ბრიტანულ ბაზა „აკროტირის“.

„სანქციები დაწესებულია ისრაელის რეჟიმის ქმედებების, მათ შორის რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტების მოწყობის მხარდაჭერის გამო“, - აღნიშნავენ უწყებაში.