თურქეთში საპირველმაისო დემონსტრაციაზე მომხდარი არეულობის დროს პოლიციამ 217 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
ალი იერლიკაიას განცხადებით, სტამბოლში შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული დემონსტრაციის დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
დემონსტრაციის გამართვამდე , პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტაქსიმის მოედანზე მანიფესტაციის ჩატარება აკრძალა. მზარდი ინფლაციის წინააღმდეგ შეკრებილი დემონსტრანტები კი , აქციის გამართვას სწორედ ტაქსიმის მოედანზე გეგმავდნენ.