ალუდა ღუდუშაური: ახლა საშუალება მიეცათ ამ პოლიტიკურ სვავებს, რომ ისარგებლონ ამ სიტუაციით როგორმე, ახალგაზრდებს აურიონ თავ-გზა და იქნებ, თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესები დაიკმაყოფილონ

ალუდა ღუდუშაური: ახლა საშუალება მიეცათ ამ პოლიტიკურ სვავებს, რომ ისარგებლონ ამ სიტუაციით როგორმე, ახალგაზრდებს აურიონ თავ-გზა და იქნებ, თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესები დაიკმაყოფილონ

საშუალება მიეცათ ამ პოლიტიკურ სვავებს, რომ ისარგებლონ ამ სიტუაციით როგორმე, ახალგაზრდებს აურიონ თავ-გზა და იქნებ, თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესები დაიკმაყოფილონ, - განაცხადა „ქრონიკაში“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა.

მისი განცხადებით, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ უპირველესი ქვეყნის ეროვნული ინტერესებია.

„არა მხოლოდ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, არამედ ამ წლების განმავლობაში ამ ხელმოცარულმა რადიკალმა ოპოზიციამ ვერც ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინა იმისა, თუ რატომ მტრობენ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ისინი არიან უსუსურები, დეგრადირებულები და პრაქტიკულად, მოშლილ-მორღვეულები. ახლა საშუალება მიეცათ ამ პოლიტიკურ სვავებს, რომ ისარგებლონ ამ სიტუაციით როგორმე, ახალგაზრდებს აურიონ თავ-გზა და ამით იქნებ, თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესები დაიკმაყოფილონ. საერთოდ სამარცხვინო არის მათი მოქმედება“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ალუდა ღუდუშაურმა ასევე, მიმართა იმ ადამიანებს, ვინც მისი განცხადებით ფიქრობს, რომ მომავალში შეიძლება იყოს პოლიტიკაში.

„მათ შორის, თქვენ იცით, რომ ეს არაერთ „ენჯეოს“ წარმომადგენელს პირდაპირ ღიად აქვს გაცხადებული. ეს არის მაღალი პასუხისმგებლობა და ჩვენ რა თქმა უნდა, ყველაფერს ვხედავთ, ვაკვირდებით ქართველი ხალხი. მინდა, ყველამ იცოდეს, ქართველ ხალხს იმიტომ არ მოუცია ჩვენთვის ნდობის მანდატი, რომ ამ ადამიანებს ავარევინოთ ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავაზიანებინოთ, აქ საომარი მოქმედებები გავაჩაღებინოთ და ქვეყანა უფსკრულში გადავჩეხოთ. ჩვენ ვიქნებით მტკიცედ და ვიქნებით შეუვალები, ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას, სამართლიან თამაშის წესებს. რასაც სასესიო დარბაზში ადგილი ჰქონდა დღეს და მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს არის სირცხვილი, სირცხვილი ჩვენი ისტორიის წინაშე, ქვეყნის და ქართველი ხალხის წინაშე“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.