გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეთა აქცია პარლამენტთან დღესაც გაიმართება. აქციას ორგანიზებას უწევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. აქციის მონაწილეების მობილიზება ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
„ქრონიკამ“ მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ემზადებიან ზუგდიდში აქციისთვის.
სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელი დათა აქუბარდია „ქრონიკასთან“ სატელეფონო კომენტარში ამბობს, რომ თბილისში აქციაზე მიდიან.
„აქციისთვის გამოვედით მიკროავტობუსებით და გარდა ამისა, 40-მდე მანქანა მოდის. კიდევ ველოდებით ხალხს. სავარაუდოდ, 18:00 საათზე ვიქნებით თბილისში“, - ამბობს აქუბარდია.