მმართველი გუნდი გეგმავს, რომ სამუშაო პარლამენტში, როგორც რეგლამენტი ითხოვს, იმ წესით გაგრძელდეს, - ასე უპასუხა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკის“ კითხვას.
წამყვანი დაინტერესდა, როგორია გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და მის თანმდევ აქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გეგმა.
„თუ მშვიდობიანი იქნება პროტესტი, ამის უფლება ყველას აქვს. ეს გარანტირებულია და პრობლემას არ წარმოადგენს. მმართველი გუნდი გეგმავს, რომ სამუშაო პარლამენტში, როგორც რეგლამენტი ითხოვს, იმ წესით გაგრძელდეს. დანარჩენი, პოლიცია იქნება თუ სხვა სახელმწიფო სამართალდამცავი ორგანოები, იმოქმედებენ კანონის ჩარჩოში“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამჭვირვალობის შესახებ კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ.