21-ე საუკუნეში ჩვენ ვერ მივცემთ საშუალებას ზოგიერთ დიდ ევროპულ ქვეყანას, სხვა ქვეყნებს მოექცნენ, როგორც კოლიებს, - ამის შესახებ ილჰამ ალიევმა ბაქოში, კულტურათაშორისი დიალოგის მსოფლიო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მსოფლიომ თვალი არ უნდა დახუჭოს ნეოკოლონიალიზმის ამაზრზენ პრაქტიკაზე. ეს იწვევს იძულებით ასიმილაციას, როგორც ეს ხდება, მაგალითად, საფრანგეთის ათზე მეტ ზღვის იქითა ტერიტორიაზე. ეს მიუღებელია და უნდა დასრულდეს“, - მიიჩნევს ალიევი.