არსებობს კადრები, როდესაც ლევან ხაბეიშვილი შევარდა პოლიციის კორდონში და იქ ალბათ ფიზიკურადაც გაუსწორდა რომელიმეს - არავის აქვს უფლება შევარდეს პოლიციის კორდონში, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, ლევან ხაბეიშვილის ქმედებებს „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე.
„არსებობს ამის კადრები, როდესაც ლევან ხაბეიშვილი გარბის და შევარდა პოლიციის კორდონში და იქ ალბათ ფიზიკურადაც გაუსწორდა რომელიმეს. რა თქმა უნდა არ იყო ეს სწორი და არავის აქვს უფლება შევარდეს პოლიციის კორდონში ისე, როგორც არავის აქვს უფლება მოუწოდოს პარლამენტის ბლოკირებისკენ, ისროლოს ქვები და ა.შ. მშვიდობიანად, ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე“, - აღნიშნა კალაძემ.