კახა კალაძე: როდესაც ხარ მშვიდობიანი მოქალაქე, შეგიძლია გააპროტესტო მშვიდობიანად, მაგრამ როდესაც მოუწოდებ ახალგაზრდებს ბლოკირება გაუკეთონ საკანონმდებლო ორგანოს, ეს არის ძალიან მძიმე და კატეგორიულად მიუღებელი

როდესაც ხარ მშვიდობიანი მოქალაქე, შეგიძლია გააპროტესტო მშვიდობიანად, მაგრამ როდესაც მოუწოდებ ახალგაზრდებს ბლოკირება გაუკეთონ საკანონმდებლო ორგანოს, ეს არის ძალიან მძიმე და კატეგორიულად მიუღებელი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია ჩემთვის. მიუღებელია პოლიციელების წინააღმდეგ ძალადობა. როდესაც ხარ მშვიდობიანი მოქალაქე, შეგიძლია გააპროტესტო მშვიდობიანად, მაგრამ როდესაც მოუწოდებ ახალგაზრდებს და იქ [აქციაზე] მდგომ ადამიანებს, რომ ბლოკირება გაუკეთონ საკანონმდებლო ორგანოს, მოუწოდებ ქვების, ბოთლების სროლისკენ, ეს არის ძალიან მძიმე და კატეგორიულად მიუღებელი“, - აღნიშნა კალაძემ.