რომან გოცირიძე: ანრი ოხანაშვილთან მაქვს შემდეგი შეკითხვა: ვის შეაგინე შენ საცოდავო ჭიაღუავ? შენ ნაძირალა, შენ? ვის შეაგინე, ვის?!

რომან გოცირიძე: ანრი ოხანაშვილთან მაქვს შემდეგი შეკითხვა: ვის შეაგინე შენ საცოდავო ჭიაღუავ? შენ ნაძირალა, შენ? ვის შეაგინე, ვის?!

ანრი ოხანაშვილთან მაქვს შემდეგი შეკითხვა, ვის შეაგინე შენ საცოდავო ჭიაღუავ? შენ ნაძირალა, შენ? ვის შეაგინე, ვის?! - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა, რომან გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით წარადგენს.

შალვა პაპუაშვილმა რომან გოცირიძეს მიკროფონის გარეშე საუბრისთვის გაფრთხილება მისცა, რის შემდეგაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური იყო.

„ბატონ რომან, ადგილიდან მიკროფონის გარეშე ნუ საუბრობთ, გაფრთხილებული ხართ ადგილიდან მიკროფონის გარეშე საუბრისთვის“,-მიმართა პაპუაშვილმა გოცირიძეს.