სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში მივიდა

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში მივიდა

სახალხო დამცველი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში მივიდა.

რამდენიმიე საათის წინ, ლევან ხაბეიშვილს სპეცრაზმთან ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდა, რა დროსაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განმარტება ინგოროყვას კლინიკის ექიმმა გააკეთა.