ალეკო ელისაშვილმა „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ვითარების დაძაბვა რამდენჯერმე სცადა

ალეკო ელისაშვილმა „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ვითარების დაძაბვა რამდენჯერმე სცადა

„მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ვითარების დაძაბვა რამდენჯერმე სცადა. ის სპეცრაზმს მიეჭრა, თუმცა სამართალდამცველებმა ის ტერიტორიას გაარიდეს. ამის შემდეგ ელისაშვილი კიდევ ერთხელ დაბრუნდა აქციაზე და მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„მე საქართველოზე ვიღებ ჩემ წილ პასუხისმგებლობას, ერთი ბიჭი ვარ ქართველი, ალეკო ვარ ელისაშვილი“, - ასე უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, იღებს თუ არა ის აქციაზე პასუხისმგებლობას.

მან ასევე მიმართა აქციაზე მყოფ სამართალდამცველებსაც. „ხომ ვიცი, რომ გულიანი ქართველი ბიჭები ხართ, მაგრამ როგორ დაგქოქეს ბიჭო ეგრე, ჰა? კიდევ მე მეუზრდელებით ბიჭო? არ გრცხვენიათ? წამო საქართველო დავიბრუნოთ“, - აღნიშნა ელისაშვილმა.