გიორგი გამსახურდია „ნაციონალურ მოძრაობაზე“: დაკანონებული ანექსია - რასაც ვერ ინატრებდა პუტინი თავის პოლიტიკურ კარიერაში, ისეთი რაღაც მიუტანეს ლანგრით

გიორგი გამსახურდია „ნაციონალურ მოძრაობაზე“: დაკანონებული ანექსია - რასაც ვერ ინატრებდა პუტინი თავის პოლიტიკურ კარიერაში, ისეთი რაღაც მიუტანეს ლანგრით

სასარგებლო იდიოტი შეიძლება იყო სააკაშვილი, ან მე უფრო სხვა სიღრმეებში მივდივარ. როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო გეუბნება, რომ რუსულ მახეში თავი არ შეყო და შენ მაინც ამას აკეთებ, მერე შენი ამფსონები და პოლიტიკური მეკავშირეები ხელს აწერენ საქართველოს დადანაშაულებაზე, ვინ არის ახლა რუსი, აქ ძალიან მარტივია, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოხდა ყველა სახის ენერგოობიექტის რუსეთზე გასხვისება, თან დაბრუნების პერსპექტივის გარეშე.

„თუ რამე პრორუსული მომხდარა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, შევარდნაძის პერიოდს თუ არ ჩავთვლით, მასშტაბებით გაცილებით მეტი საზიზღრობა გააკეთა ამ ხალხმა [„ნაციონალური მოძრაობა“]. მოხდა ყველა სახის ენერგოობიექტის რუსეთზე გასხვისება, თან დაბრუნების პერსპექტივის გარეშე. დაკანონებული ანექსია - რასაც ვერ ინატრებდა პუტინი თავის პოლიტიკურ კარიერაში, ისეთი რაღაც მიუტანეს ლანგრით. სასარგებლო იდიოტი შეიძლება იყოს სააკაშვილი, ან მე უფრო სხვა სიღრმეებში მივდივარ. როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო გეუბნება, რუსულ მახეში თავი არ შეყო და შენ მაინც ამას აკეთებ და მერე შენი ამფსონები და პოლიტიკური მეკავშირეები ხელს აწერენ საქართველოს დადანაშაულებაზე, ვინ არის ახლა რუსი, აქ უკვე ძალიან მარტივია“, - აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.