პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას არ აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
25 აპრილს პედრო სანჩესმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა, რის მიზეზიც გახდა მისი მეუღლე ბეგონა გომესი, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე დაიცავს საკუთარ უფლებებს და ითანამშრომლებს სასამართლო სისტემასთან.
ბეგონა გომესის წინააღმდეგ საჩივარი ანტიკორუფციულმა მოძრაობამ შეიტანა.
„მე გადავწყვიტე გავაგრძელო [მუშაობა] მთავრობის მეთაურად მეტი ენერგიით. მე ვიღებ ჩემს ვალდებულებას, ვიმუშაო დაუღალავად, მტკიცედ და მშვიდად ჩვენი დემოკრატიის აუცილებელი აღორძინებისთვის“, - აღნიშნა პედრო სანჩესმა.