დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონის მასშტაბით სპორტული მოედნების რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები წყალტუბოს ქუჩის N2-ში მდებარე სპორტულ მოედანს უტარდება. სამუშაოების ფარგლებში, მოედანზე განახლდება და შეიცვლება არსებული დაზიანებები. აღნიშნული სპორტული მოედნის აღდგენისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8000 ლარია გამოყოფილი.