იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ იემენის საჰაერო სივრცეში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. დაჯგუფებამ ჩამოგდებული დრონის ვიდეოკადრებთან ერთად მისი განადგურების ვიდეომასალაც გაავრცელა.
მანამდე კი, „ჰუსიტების“ მიერ ბრიტანული გემის მიმართულებით გაშვებული რაკეტის განადგურებაზე ცნობა დიდმა ბრიტანეთმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ჰუსიტების სამიზნე ბრიტანული სავაჭრო ხომალდი გახდა.