ბერლინის პოლიციამ პარლამენტთან მოწყობილი კარვების ბანაკი ძალის გამოყენებით აიღო.
პროპალესტინელი აქტივისტები ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო მოქმედებებს აპროტესტებდნენ და გერმანიის მთავრობისგან ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას მოითხოვდნენ.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინეს და პარლამენტისა და კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიის ბლოკირება მოახდინეს.