ამერიკის უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გრძელდება. დაძაბულობამ მას შემდეგ იმატა, რაც გასულ კვირას სტუდენტებმა კამპუსებში კარვები გაშალეს და უნივერსიტეტების ხელმძღვანელობას მოუწოდეს, დისტანცირდნენ ყველა იმ კომპანიისგან, რომლებიც ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებებს უჭერენ მხარს, ან ისრაელის სამხედრო კამპანიიდან მოგებას იღებენ.
აქციები გაიმართა იელის, კოლუმბიის, ჰარვარდის, მასაჩუსეტსის, სამხრეთ კალიფორნიისა და სხვა ცნობილ უნივერსიტეტებში. პოლიციამ სტუდენტები ძალის გამოყენებით დაშალა და ასობით აქტივისტი დააკავა.