ჩინეთი და აშშ უნდა იყვნენ პარტნიორები და არა მოწინააღმდეგეები, - ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა პეკინში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს განუცხადა.
ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ აშშ-ჩინეთის ურთიერთობა სამ მთავარ პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს: ურთიერთპატივისცემას, მშვიდობიან თანაარსებობას და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას.
„ორმა ქვეყანამ ერთმანეთს სარგებელი უნდა მოუტანოს და არ დააზიანოს ერთმანეთი. საკუთარი სიტყვების ერთგულები უნდა ვიყოთ და არ ვიმოქმედოთ ნათქვამის საპირისპიროდ. ჩინეთსა და აშშ-ს შეუძლიათ განვითარდნენ ერთად და მიაღწიონ კეთილდღეობას ცალ-ცალკე“, - აღნიშნა სი ძინპინმა.