ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის ძალიან ბევრი მავნე განცხადება, მაგალითად, თითქოს ეს არის რუსეთის შთაგონებით მიღებული

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის ძალიან ბევრი მავნე განცხადება, მაგალითად, თითქოს ეს არის რუსეთის შთაგონებით მიღებული

რეზოლუცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამ რეზოლუციის ავტორებს უფრო პოლიტიკური მისწრაფებები გააჩნიათ, ვიდრე რეალური ხედვა და ანალიზი იმასთან დაკავშირებით, თუ რა კანონს იღებს საქართველო, - ამის შესახებ განცხადება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ეს ჩანს რეზოლუციის პრეამბულაშივე.

„მაგალითისთვის მოგიყვანთ, არის ის სახელი შეტანილი, რომელიც საერთოდ ამ კანონპროექტში არც კი არის მოხსენიებული. კვლავ ვერ დავინახავთ იქ არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის გამჭვირვალობა არასამთავრობო სექტორისა მიუღებელი და დამანგრეველი დემოკრატიის. ამ რეზოლუციაში არის ძალიან ბევრი პოლიტიკური, მათ შორის, მავნე განცხადებები. მაგალითად, როგორიც არის ის, რომ ეს არის რუსეთის შთაგონებით მიღებული“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.