ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ანტისემიტურმა ბრბომ წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტები მოიცვა.
„ისინი ითხოვენ ისრაელის განადგურებას, თავს ესხმიან ებრაელ სტუდენტებსა და ებრაულ ფაკულტეტს. ეს მოგვაგონებს იმას, რაც მოხდა გერმანიის უნივერსიტეტებში 30-იან წლებში. ეს უნდა შეჩერდეს. ეს ცალსახად დასაგმობია, მაგრამ ეს ასე არ მოხდა“, - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
„როდესაც მათ უსმენთ, ისინი ამბობენ არა მხოლოდ „სიკვდილი ისრაელს“ და „სიკვდილი ებრაელებს“, არამედ „სიკვდილი ამერიკას“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.