ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მემარჯვენე ოპოზიციონერმა კანდიდატმა გორდანა სილიანოვსკაია დავკოვამ გაიმარჯვა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი რედაქცია იტყობინება.
ბიულეტენების 89,98% დამუშავების შემდეგ ოპოზიციის კანდიდატმა ხმათა 39,9% მიიღო.
მოქმედმა პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკიმ ხმათა 19,9% მიიღო, მესამე ადგილზე კი საგარეო საქმეთა მინისტრი ბუიარ ოსმანი გავიდა.
პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 49,75% შეადგინა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 მაისს გაიმართება, სადაც ერთმანეთს გორდანა სილიანოვსკაია დავკოვა და სტევო პენდაროვსკი შეხვდებიან.