გიორგი კახიანი ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზე: ასეთი განცხადებების უბრალოდ გატარება არ შეიძლება. ამას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს

გიორგი კახიანი ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზე: ასეთი განცხადებების უბრალოდ გატარება არ შეიძლება. ამას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს

იმ განცხადებაზე, რაც ლიეტუვის წარმომადგენელმა ევროპარლამენტარმა გააკეთა, პოლიციის ხელმძღვანელის დასანქცირების მოთხოვნასთან დაკავშირებით, სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“ ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომელიც გუშინ ევროპარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.

„როგორ შეიძლება ასე აზროვნებდე და ასე მსჯელობდე ევროპარლამენტარი. ეს არის პირდაპირი თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუციაზე და ერთგვარი ძალადობის წახალისებაც. ინსტიტუცია, რომელიც იცავს ქვეყნის უსაფრთხოებას, წესრიგს და უზრუნველყოფს რომ შეკრებები, რომელიც იმართება, კანონის ფარგლებში ჩატარდეს, რატომ უნდა მოგივიდეს ასეთი რამ, რომ ამ ინსტიტუციის ხელმძღვანელის დასანქცირებაზე ისაუბრო, ჩემთვის წარმოუდგენელია“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

მისი თქმით, ასეთ განცხადებებზე განმარტებები უნდა გაკეთდეს.

„ასეთი განცხადებების უბრალოდ გატარება არ შეიძლება. ჩემი აზრით, ამას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება და ელჩმა უნდა გააკეთოს განმარტებები, რატომ ხდება მათი წარმომადგენელი ევროპარლამენტარების მხრიდან თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუციებზე“, - აღნიშნა გიორგი კაციანმა.

ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართა, სანქციები შემოიღონ ზვიად ხარებაშვილისა და ვაჟა სირაძის წინააღმდეგ.

ლაზი ესენი ევროპარლამენტარები კი არა თავხედი უცხოელები არიან. ქვეყნის საშინაო საქმეებში ცარევას აშკარად ცდილობენ. ვინ არიან ეს არამკითხე მოამბეები. ციხეებში ხალხს ხოცავდნენ და მაშინ ხმა არ გაუღიატ, ახლა ემოციური შენიშვნა თუ მისცა სამართალდამცავმა ვინმეს, არიქა დაასანქცირეთ, დასაჯეთო ისე იძახიან არც გამოძიება აინტერესებთ და არც სასამართლო. არ წაიღო ტვინი ამათმა სანქციებმა?
1 კვირის უკან