ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი ამჟამად არ აქვს გეგმავს ბირთვული იარაღის განთავსებას სხვა ქვეყნებში.
კითვაზე, მიმდინარეობს თუ არა ნატოს ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენების [Nuclear Sharing] პროგრამის გაფართოებაზე, სტოლტენბერგმა უპასუხა:
არა, აღნიშნული შეთანხმებების გაფართოების გეგმები არ არსებობს, არ იგეგმება მეტი ბირთვული იარაღის განთავსება ნატოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.
Nuclear Sharing-ი ნატოს ბირთვული შეკავების პროგრამაა. პროგრამის ფარგლებში ნატოს იმ წევრ ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ბირთვული იარაღი, ბირთვული ქობინები მიეწოდებათ.