შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებამ ერაყის ხელისუფლებას მიმართა და მოუწოდა ქვეყნის ტერიტორიაზე, ამერიკელი სამხედროების უსაფრთხოება უზრუნველყონ. განცხადება პენტაგონში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ერაყის ტერიტორიიდან სირიასა და ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე, ორი თავდასხმა განხორციელდა.
პენტაგონში აცხადებენ, რომ ინციდენტის განმეორების შემთხვევაში, შეერთებული შტატები თავისი ძალების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.
„თუ ეს თავდასხმები გაგრძელდა, ყოყმანის გარეშე დავიცავთ ჩვენს ძალებს, ისევე როგორც ამას წარსულში ვაკეთებდით“, - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა პეტ რაიდერმა.