მე ვგმობ ნებისმიერი ჟურნალისტის ბულინგს, - ამის შესახებ "ფორმულას" ჟურნალისტმა, ეკა ფხაკაძემ განაცხადა, როდესაც უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მხრიდან ტელეკომპანია "პოს ტვ"-ის ჟურნალისტის დაბულინგებას აფასებდა.
კოლეგების მიმართ ბულინგი და შეურაცხყოფა დაგმო "მთავარი არხის" ჟურნალისტმა, ირაკლი ვაჩიბერიძემაც. მან ასევე აღნიშნა, რომ გმობს მამუკა მდინარაძეზე ალეკო ელისაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ განხორციელებული თავდასხმის ფაქტსაც.
"ბუნებრივია, ვგმობ ნებისმიერ ძალადობას, მათ შორის თქვენზე განხორციელებულსაც, როცა მოხდა." - განაცხადა ირაკლი ვაჩიბერიძემ.