ირაკლი ქადაგიშვილი: ნიკა გვარამია ნებისმიერ ცუდ საქმეს მოაწერს ხელს და ნებისმიერი ცუდი დავალების შემსრულებელი იქნება, ოღონდ ხელისუფლებაში მოტრიალდეს

ირაკლი ქადაგიშვილი: ნიკა გვარამია ნებისმიერ ცუდ საქმეს მოაწერს ხელს და ნებისმიერი ცუდი დავალების შემსრულებელი იქნება, ოღონდ ხელისუფლებაში მოტრიალდეს

ნიკა გვარამია ნებისმიერ ცუდ საქმეს მოაწერს ხელს და ნებისმიერი ცუდი დავალების შემსრულებელი იქნება, ოღონდ ხელისუფლებაში მოტრიალდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, სწორედ ნიკა გვარამია არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ყველაფერს ხელს მოაწერს.

„ყველაფერი გაშიფრულია – სწორედ ნიკა გვარამია არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველაფერს ხელს მოაწერს. არ მოაწერა ხელი ტელევიზიის ხელში ჩაგდებას? – მოაწერა კიდეც და ხელშიც ჩაიგდო. ნიკა გვარამიას სიტყვები არ არის, საქართველოს ჯოჯოხეთს მოვუწყობო? – ფსიქოლოგიურად უწყობს კიდეც. გვარამია ნებისმიერ ცუდ საქმეს მოაწერს ხელს და ნებისმიერი ცუდი დავალების შემსრულებელი იქნება, ოღონდ ხელისუფლებაში მოტრიალდეს. შემდეგ კი, ეს ხელისუფლება ისე იქნება გამოყენებული, როგორც ეს „ნაციონალების“ დროს იყო – რეკეტი, ძარცვა, ადამიანების უკიდურესი ჩაგვრა. ეს იმ შედეგებით დასრულდება, რაც საქართველოს უკვე ერთხელ 2008 წელს დაუდგა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.