დიდუბის რაიონში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.
ამ ეტაპზე, დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის მე-18 კორპუსის მიმდებარედ სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების შემდგომ, ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ანკლოვილი“ ასრულებს, პროექტის ღირებულება 65 000 ლარია. სამუშაოების მიმდინარეობას დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე მოადგილე ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.