მამუკა მდინარაძე უცხო ქვეყანაში დარეგისტრირებულ ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე: საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ქორწინებას არ აღიარებს

მამუკა მდინარაძე უცხო ქვეყანაში დარეგისტრირებულ ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე: საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ქორწინებას არ აღიარებს

უცხო ქვეყანაში დარეგისტრირებულ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას საქართველოს კანონმდებლობა არ აღიარებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ქუთაისში მიმდინარე, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე.

მამუკა მდინარაძემ ამ საკითხზე ისაუბრა დარბაზიდან დასმულ კითხვაზე, თუ ერთნაირსქესიანთა წყვილი სხვა ქვეყანაში იქორწინებს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ რა შედეგი მოჰყვება ამას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განმარტა, რომ უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ვერ დაუდასტურებს.

„თუ შერეული ოჯახი იქნება, ანუ საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან, ამ შემთხვევაში შეიძლება, დაუდასტურონ, მაგრამ ქართული კანონმდებლობა ამას არ აღიარებს. ის უფლებები, რომლებიც ქორწინება მოსდევს თან, საქართველოში რეალიზებული ვერ იქნება ანუ საქართველო ასეთ ქორწინებას არ აღიარებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.