ანრი ოხანაშვილი: ჩვენთვის ცნობილია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მხარს არ უჭერენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ საზოგადოების წინაშე ამის დადასტურება მათთვის პოლიტიკურად მძიმე იქნებოდა, ამიტომ აქ მოსვლა ვერ გაბედეს

ანრი ოხანაშვილი: ჩვენთვის ცნობილია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მხარს არ უჭერენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ საზოგადოების წინაშე ამის დადასტურება მათთვის პოლიტიკურად მძიმე იქნებოდა, ამიტომ აქ მოსვლა ვერ გაბედეს

თქვენ შეიძლება დასვათ შეკითხვა - რატომ არ ესწრებიან ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები [საერთო სახალხო განხილვას] და ეს შეკითხვა ლეგიტიმური იქნება, - ასე მიმართა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო სახალხო განხილვაზე შეკრებილ საზოგადოებას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის ცნობილია, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, თუმცა თავად მათ, საზოგადოების წინაშე ამის დადასტურება პოლიტიკურად გაუჭირდებოდათ, რის გამოც მოსვლა ვერ გაბედეს.

„ეს არის ის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელზეც ჩვენ ხალხს ლეგიტიმაცია უკვე გამოცხადებული აქვს, მაგრამ როგორც ამას შესაბამისი პროცედურები ითვალისწინებს, საჭიროა კიდევ ერთი დადასტურება სახალხო ლეგიტიმაციის. თქვენ შეიძლება დასვათ შეკითხვა - რატომ არ ესწრებიან ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები და ეს შეკითხვა ლეგიტიმური იქნება. ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ამ საკითხთან დაკავშირებით ვცდილობდით, რომ ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების პოზიცია ყოფილიყო დაფიქსირებული. ბატონი ფრიდონ ინჯიაა დღეს წარმოდგენილი ოპოზიციის კვოტით, თუმცა გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა, ისევე როგორც „მოქალაქეებმა“ - ალეკო ელისაშვილმა, ბოიკოტი გამოუცხადეს ამ საყოველთაო სახალხო განხილვას, ამიტომ, ამასთან დაკავშირებითაც თქვენ უნდა იცოდეთ, მათ მოუწევდათ პოზიციის დაფიქსირება - ეთანხმებიან თუ არა საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის იდეას, რომ ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანებს განსაკუთრებული დაცვა სჭირდებათ, ამიტომ ესეც ერთგვარი ლუსტრაციაა, მათ ბოიკოტი დაარქვეს ამას, მაგრამ მათ გაუჭირდებოდათ თქვენთვის პასუხების გაცემა, უჭერენ თუ არა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს. ჩვენთვის ცნობილია, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ ამ ცვლილებებს, მაგრამ საზოგადოების წინაშე ამის დადასტურება მათთვის მძიმე იქნებოდა პოლიტიკურად, ამიტომ აქ მოსვლა მათ ვერ გაბედეს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.