ოპოზიციური პარტიების რადიკალურმა ფრთამ გასაიდუმლოებული შეხვედრა ამჯერად კავთისხევში გამართა

ოპოზიციური პარტიების რადიკალურმა ფრთამ გასაიდუმლოებული შეხვედრა ამჯერად კავთისხევში გამართა

ოპოზიციური პარტიების რადიკალურმა ფრთამ სამოქმედო გეგმის დასასახად გასაიდუმლოებული შეხვედრა ამჯერად კავთისხევში გამართა. არაფორმალურ გარემოში დახურული კონსულტაციები „ნაციონალური მოძრაობის“, პარტია „დროას“, „გირჩის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელო საქართველოსთვის“, „ახალისა“ და „რესპუბლიკელების“ ლიდერებმა გამართეს.

მათი განმარტებით, საერთო ოპოზიციური პარტიების შეხვედრის მთავარი მიზეზი ხელისუფლებასთან დაპირისპირების გზების მოძებნა იყო. რადიკალი ოპოზიციონერების თქმით, მმართველი გუნდი მოქალაქეების ინტერესებს არ გამოხატავს და ქვეყნის საბოლოო ევროინტეგრაციას ისინი მოახდენენ.