სოფო ნიკოლაიშვილი რადიკალებზე: ასეთი მიუღებელი თუ არის რუსეთი, „რუსული კანონები“, რატომ ითმენენ მათ გვერდით ელენე ხოშტარიას, რომლის ოჯახსაც რუსული რუბლები ერიცხება

სოფო ნიკოლაიშვილი რადიკალებზე: ასეთი მიუღებელი თუ არის რუსეთი, „რუსული კანონები“, რატომ ითმენენ მათ გვერდით ელენე ხოშტარიას, რომლის ოჯახსაც რუსული რუბლები ერიცხება

ასეთი მიუღებელი თუ არის რუსეთი, „რუსული კანონები“, რატომ ითმენენ მათ გვერდით ელენე ხოშტარიას, რომლის ოჯახსაც რუსული რუბლები ერიცხება?!, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, პროდიუსერმა, სოფო ნიკოლაიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია სოციალური ქსელების მეშვეობით გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით საინფორმაციო ომს აწარმოებს.

„ასეთი მიუღებელი თუ არის რუსეთი, „რუსული კანონები“, რატომ ითმენენ მათ გვერდით ელენე ხოშტარიას, რომლის ოჯახსაც ერიცხება რუსული რუბლები?! ოჯახს აქვს ასეთი პოზიცია, რომ რატომ უნდა შევარჩინოთ რუსეთს ეს ჩვენი ფული? არა, ბატონებო, კი არ უნდა შეარჩინოთ, უბრალოდ უარი უნდა თქვათ ამ ფულზე! ეს იქნებოდა სწორი პოზიცია, თუკი პოზიციონირებთ, რომ ყველაფერი რუსული თქვენთვის მიუღებელია, მაგრამ ეს არის ფარსი! ეს ძალები არიან ფარსი, ეს ყველაფერი არის „ფეიკი“, - აღნიშნა სოფო ნიკოლაიშვილმა.

„იმედის კვირას“ მოქალაქემ მიაწოდა მტკიცებულება, თუ როგორ ესაუბრება ელენე ხოშტარიას დედა შუამავალს მოსკოვში და უხსნის, როგორ განახორციელოს მორიგი ტრანზაქცია რუსეთიდან.