საქმეს მიხედეთ რა, ხომ ხედავთ რა კანონებს იღებთ, გაგვანებეთ თავი - რუსეთიდან რუბლების გადმორიცხვასთან დაკავშირებით ელენე ხოშტარიას დედას „ქრონიკა“ დაუკავშირდა

საქმეს მიხედეთ რა, ხომ ხედავთ რა კანონებს იღებთ, გაგვანებეთ თავი - რუსეთიდან რუბლების გადმორიცხვასთან დაკავშირებით ელენე ხოშტარიას დედას „ქრონიკა“ დაუკავშირდა

რას ბოდიალობთ აზრზე ხარ? არაფერი მომითხოვია, - ასე უპასუხა ელენე ხოშტარიამ დედამ, ირინა გუნცაძემ „ქრონიკის“ ჟურნალისტს, რომელმაც უთხრა, რომ მან დღეს რუსეთიდან ახალი ტრანზაქციის - რუბლების გადმორიცხვა მოითხოვა.

კითხვაზე - ქალბატონ ეკატერინე ბაბანოვას თქვენ არ დაუკავშირდით დღეს? - გუნცაძე ასე პასუხობს:

„აბსოლუტურად არაფერ შუაშია. თქვენ თუ კიდევ ვირსალაძეს გულისხმობთ, ეს უკვე ძალიან სასაცილოა. მიხედეთ რა, ხომ ხედავთ რა კანონებს იღებთ, გაგვანებეთ თავი. სულიკო ვირსალაძე მთელს მსოფლიოში ხელზე უნდა ატაროთ. მის ძმისშვილს და დისშვილს დაანებეთ თავი რა“, - აცხადებს ელენე ხოშტარიას დედა „ქრონიკასთან“.

მანამდე „ქრონიკა“ სამართალმემკვიდრეებთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტს, ეკატერინე ბაბანოვას ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ ხოშტარიების ოჯახისთვის რუსეთიდან თანხის გადარიცხვა „რაღაც პერიოდულობით“ ხდება.

„იმედის კვირას“ მოქალაქემ მიაწოდა მტკიცებულება, თუ როგორ ესაუბრება ელენე ხოშტარიას დედა შუამავალს მოსკოვში და უხსნის, როგორ განახორციელოს მორიგი ტრანზაქცია რუსეთიდან.