აქამდე პოლიტბიურო იყო კრემლიდან, იმისი უნდა დაგეჯერებინა - რასაც ჩამძახებ, იმას ამოგძახებ. იგივე შეხედულება არ უნდა გქონდეს ევროპელზე, - ამის შესახებ ფილოლოგმა ლევან გიგინეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა, რითაც გამჭვირვალობის კანონპროექტზე უცხოეთში გაკეთებულ განცხადებები შეაფასა.
მის თქმით, ნებისმიერი საკითხის ღია განხილვაა საჭირო, რადგან სწორედ ეს არის ევროპული ტრადიცია. გიგინეიშვილმა დადებითად შეაფასა პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელმაც უცხოელ ელჩებს გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ მსჯელობა შესთავაზა.
„კარგია ეს ინიციატივა, რომ ილაპარაკონ ევროპელმა პარტნიორებმა, რატომ ფიქრობენ, რომ ეს კანონი არის გადახრა დემოკრატიისგან. რატომ არის „ფარა“ სხვა და ეს სხვა? რა განსხვავებია ამ კანონპროექტსა და ევროპარლამენტში არსებულ მსგავს კანონს შორის? ვილაპარაკოთ ამაზე“, - განაცხადა გიგინეიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ არ ესმის, რატომ შეიძლება იყოს ცუდი გამჭვირვალობა.