ლევან გიგინეიშვილი ლოზუნგზე „მამული, ენა, ერთობა“: ძალიან პრეტენზიული უნდა იყო, რომ ილია ჭავჭავაძის ასეთი მნიშვნელოვანი ციტატა შეცვალო

ლევან გიგინეიშვილი ლოზუნგზე „მამული, ენა, ერთობა“: ძალიან პრეტენზიული უნდა იყო, რომ ილია ჭავჭავაძის ასეთი მნიშვნელოვანი ციტატა შეცვალო

ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი საპროტესტო აქციებზე გაჟღერებულ ლოზუნგს გამოეხმაურა, რომელიც ილია ჭავჭავაძის ცნობილი ციტატის შეცვლილ ვარიანტს წარმოადგენს. ამ თემაზე გიგინეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი, ძალიან პრეტენზიული უნდა იყო, რომ ილია ჭავჭავაძის ასეთი მნიშვნელოვანი ციტატა შეცვალო. მე თვითონ ფილოლოგი ვარ, ქართულს ვასწავლი და ამას არ გავაკეთებდი ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი“, - განაცხადა გიგინეიშვილმა.

„ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე მონაწილეებმა ფიცი დადეს და ფრაზაში „მამული, ენა, სარწმუნოება“ სიტყვა სარწმუნოება ერთობით შეცვალეს. ამ ფაქტმა საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია.