პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც ქალების მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მოთხოვნა უცვლელია - გაიწვიოს ხელისუფლებამ გამჭვირვალობის კანონპროექტი, რომლის მიღებასაც ისინი არ დაუშვებენ.

აქციაზე მოწყობილი იყო სცენა, იყო სიტყვით გამოსვლები. აქციაზე გამოჩნდა წარწერა „მამული, ენა და ერთობა“, ასევე იყო მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერებიც.