მამუკა მდინარაძე ახალგაზრდებზე, რომლებიც აქციას მართავენ: წაიკითხონ კანონი და თუ რამეს რუსულს აღმოაჩენენ, ერთი არგუმენტი გვითხრან. ამაზე ვიმსჯელებთ ძალიან სერიოზულად

მამუკა მდინარაძე ახალგაზრდებზე, რომლებიც აქციას მართავენ: წაიკითხონ კანონი და თუ რამეს რუსულს აღმოაჩენენ, ერთი არგუმენტი გვითხრან. ამაზე ვიმსჯელებთ ძალიან სერიოზულად

ახალგაზრდებს ვუპასუხებ აი ამას - წაიკითხონ კანონი და თუ რამეს რუსულს აღმოაჩენენ, ერთი არგუმენტი გვითხრან. ამაზე ვიმსჯელებთ ძალიან სერიოზულად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას უპასუხებს ახალგაზრდებს რომლებიც გუშინ აქციას მართავდნენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ არ უსმენს და ყოველდღე გეგმავენ, რომ გამოვიდნენ ქუჩაში და გამართონ აქციები.

„ახალგაზრდებს ვუპასუხებ აი ამას - წაიკითხონ კანონი და თუ რამეს რუსულს აღმოაჩენენ, ერთი არგუმენტი გვითხრან. ამაზე ვიმსჯელებთ ძალიან სერიოზულად. ნებისმიერ ახალგაზრდას ჩემი დიდი პატივისცემა მიუხედავად იმისა, რომ ზოგი იქ [აქციებზე] არის სუპერ სუბიექტური, რადიკალურად სუბიექტური, მათაც კი მივმართავ, არათუ შეცდომაში შეყვანილ ადამიანებს, ერთი არგუმენტი მაინც გვითხრან, რა არის რუსული. ირაკლი ღარიბაშვილს დაუსვით წეღან კითხვა, რუსებს მოსწონთ ეს კანონიო, რა იცით რუსებს მოსწონთ თუ არა. ანუ გჯერათ რასაც რუსები ლაპარაკობენ? თქვენ თურმე [„მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიმართავს] ლავროვის, პესკოვის, დუგინის განცხადებების გჯერათ. მე არ მჯერა ამ განცხადებების, განსხვავება ეს არის ჩვენს შორის. თქვენ ახლა გაწყობთ რომ დაიჯეროთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.